LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიამ ზუსტი სროლა ცეკვით აღნიშნა (ვიდეო)

57

ზაზა ფაჩულიამ ერთი ჩვეულებრივი ჩაგდებული ტყორცნა უცნაური ცეკვით აღნიშნა.
ჩვენებურმა დაახლოებით Gangnam Style-ის კორეელივით იცეკვა.

დღის ყველაზე კაშკაშა ეპიზოდი „ბოსტონისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩში მოხდა: „უორიორსის“ ქართველმა ცენტრმა ზუსტი სროლის შემდეგ გაუგებარი რამ იცეკვა.

თამაშით კი ზაზამ 21 წუთი ითამაშა და 4 ქულას მოუყარა თავი.

„გოლდენ სტეიტმა“ კი „სელტიკსი“ მისავე მოედანზე დაჩაგრა – 104:88.
12 მატჩის შემდეგ ზაზას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით მეორეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები