LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფადი ასლის განცხადებას ბიზნესკომპანიების ნაწილი უარყოფს

127
asli

„ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე „საერთაშორისო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ფადი ასლიმ ცოტა ხნის გაავრცელა განცხადება,  თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.

სხვიტარიძემ აღნიშნა, რომ ეს განცხადება მათთან არ იყო შეთანხმებული და იქვე დაამატა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის ღია, რაც  საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება.

“ჩვენ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გავდივართ სახელმწიფოსთან. დიდ პატივს ვცემთ ფადი ასლს, რომელიც პრესასთან ახმოვანებს ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებს, თუმცა ეს განცხადება ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული”, – განაცხადა სხვიტარიძემ.

მოგვიანებით, კომპანიამ ისიც განაცხადა, რომ ფადი ასლი კიდევ ერთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას აპირებს. „ფადი ასლისთან გვქონდა სატელეფონო კონტაქტი, რათა მიგვეღო ახსნა-განმარტება. მან ამ კონკრეტულ განცხადებაზე ახსნა-განმარტებები ვერ მოგვცა. მეტიც, გვითხრა, რომ თუ ჩვენ გავაკეთებდით მის საწინააღმდეგო კომენტარს, იმ კუთხით, რომ ეს განცხადება ჩვენთან არ იყო შეთანხმებული, მაშინ გამოვიდოდა რომელიმე ეთერით და იტყოდა, რომ ჩვენ მთავრობა გვაიძულებს მსგავსი განცხადების გაკეთებას. ღიად ვამბობ, თუ ფადი ასლი მსგავს განცხადებას გააკეთებს, ეს იქნება სიცრუე“, – განაცხადა სხვიტარიძემ.

„ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას „ტერა ბანკი“ უარყოფს. ბანკის წარმომადგენელი სალომე ქოქოსაძე განმარტავს, რომ მათ ბანკთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრობლემას ზეწოლას ვერ დაარქმევენ. მისი თქმით, ფადი ასლი, რომელიც ხელისუფლებას რამდენიმე კომპანიაზე, მათ შორის“ ტერა ბანკზე“ ზეწოლაში ადანაშაულებდა, სავარაუდოდ, გაწელილ სასამართლო დავას გულისხმობდა, რაც ქოქოსაძის თქმით, უკვე დასრულებულია. “ზეწოლას ასე ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, პროცესი გაჭიანურდა“, – აცხადებენ კომერციულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ფადი ასლიმ დღეს რამდენიმე კომპანიის ჩამონათალი გაავრცელა, რომლებიც, ასლის თქმით, „დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და იმყოფებიან წნეხის ქვეშ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები