LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერი” ინდოეთის დასახმარებლად 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გამოყოფს 

57
Untitled design (2)

“ჩვენ ვჩუქნით ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ქვეყნის ყველა საჯარო საავადმყოფოში, ყველა კოვიდპაციენტს აქვს “ფაიზერის” უფასო მედიკამენტებზე წვდომა,” – ამის შესახებ “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია ინდოეთის დასახმარებლად 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გამოყოფს. 

“ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლები აშშ-ს, ევროპისა და აზიის სადისტრიბუციო ცენტრებში მუშაობენ და ჩქარობენ, ინდოეთში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს “ფაიზერის” მიერ წარმოებული ის მედიკამენტები, რომელიც ინდოეთის მთავრობამ კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლში გაწერა.

“ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ინდოეთს ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ჩვენი კომპანიის ისტორიაში უდიდესი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. გვაღელვებს კრიტიკული სიტუაცია ინდოეთში და მზად ვართ დასახმარებლად.” – განაცხადა ბურლამ.

შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა, ყოველდღიურად, ინდოეთში კორონავირუსით 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით 3 417 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების ჯამური მაჩვენებელი კი 20 მილიონს უახლოვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g