LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ ახალი პარტია საქართველოშია

152
BeFunky-collage (16)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

აღნიშნული დოზები ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, რათა ზაფხულის შუა რიცხვებამდე აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულზე – 65%-ზე ავიდეს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ჯამში „ფაიზერის“ ერთი მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს.

„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და აღდგენა, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს- 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე.

მთავრობას არაფერი დაუკლია, ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ, ძალაში რჩება მონეტარული წახალისებაც – ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციაზე

ერთი მილიონი „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. ახლა, პირველი შემოტანა 25%-ია ამ დოზებს, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ ჯაჭვი სრულად იყოს უზრუნველყოფილი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის ასაკის დაწევას, გაბუნია ამბობს, რომ 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებული ვაქცინაა რეკომენდებული, რომელიც მოგვიანებით შემოვა.

„დღევანდელი პირობით ვაქცინაციის ასაკი არის 12 წლის ზემოთ. ხუთიდან თორმეტ წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია განსხვავებული ვაქცინა. ამ ვაქცინის მოწოდება შედარებით მოგვიანებით იგეგმება იმიტომ, რომ ამ ტიპის ვაქცინაზე მოთხოვნა არის. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და გარკვეული რაოდენობა ამ ვაქცინის მოწოდებაც მოხდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g