თბილისში ახალი მაღაზია ”SANIKA” გაიხსნა. მაღაზია მომხარებელს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა და დირექტორმა სალომე ლაფერაძემ ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას განაცხადა, მაღაზიაში არსებული კოლექცია ხელნაკეთია. ფასები 12 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის.
”ჩვენი მაღაზია დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიხსნა, შესაბამისად, კოლექცია ახალი და საგაზაფხულოა. მომხმარებლებს ტანსაცმელს, აქსესუარებსა და დეკორაციებს ვთავაზობთ,”- აღნიშნა ლაფერაძემ.
მაღაზია SANIKA ფალიაშვილის 68 ნომერში ნომერში მდებარეობს და ყოველ დღე მუშაობს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ”სანიკა”-ს პროდუქცია მათი Facebook -ის ოფიციალური გვერდის საშუალებით დაათვალიერონ ( https://www.facebook.com/Sanika-1426224877689085/timeline ).