LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფალსიფიცირებული ღვინის აღმოჩენას მობილური ტელეფონით შეძლებთ

280

”დუგლაძეების ღვინის კომპანია” ღვინის ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. სწორედ ამ მიზნით ჩინეთში, ქალაქ შიანში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიწვევით, ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა ზაალ დუგლაძემ, აბრეშუმის გზის საინვესტიციო საჰოლდინგო კომპანიასთან და შანხაის კომერციის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ღვინის პროდუქტების მიკვლევის სისტემის შესახებ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ შეთანხმების მიზანია შეიქმნას მიკვლევის სისტემა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ პროდუქციაზე, რაც საშუალებას მისცემს ჩინელ მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით დაასკანიროს პროდუქტზე განთავსებული QR – კოდი და მყისიერად მიიღოს ინფორმაცია თუ სად და როგორ არის იგი წარმოებული, სად და როდის არის აღებული ყურძნის მოსავალი, ასევე ინფორმაციას ლაბორატორიული მონაცემების შესახებ, როდის და რომელ საბაჟოზე მოხდა პროდუქტის ჩინეთში შეტანა და ა.შ.

”მიკვლევის სისტემის ეს პროექტი უზრუნველყოფს პროდუქციის ავთენტურობას. დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე მკვეთრად იზრდება ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის და მათი ჩინელი პარტნიორებისათვის, რომლებიც შეშფოთებულები არიან ამ ტენდენციით და ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ მისგან თავის დაცვის გზებს. ამ პროექტთან მიერთებით, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აპირებს აქტიურად ჩაერთოს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაიცვას თავისი მომხმარებლის უფლებები”, – განაცხადეს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში”.

მათივე ცნობით, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს.
”პროექტში, რომელიც მოწონებულია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს, ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროების მიერ.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ნაბიჯი კარგი მაგალითი გახდება ღვინის სხვა ქართველი მწარმოებლებისათვის, რათა შემდგომში ყველამ შეძლოს სარგებლობა ამ პროექტის უპირატესობებით“, – განმარტეს კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g