LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია

99

ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი 40 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმების ვარაუდით, დაჭრილს ჭრილობები საფანტით აქვს მიყენებული, მას დაზიანებები გულმკერდის, მხრისა და მუცლის მიდამოებში აღენიშნება, დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოებიც, თუმცა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ქირურგიულ ჩარევას აღარ საჭიროებს, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და დრო გვიჩვენებს, როდის გადაიყვანენ მას, მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა ქირურგმა, ირაკლი ფიფიამ.

ფანასკერტელის ქუჩაზე კაცი გუშინ დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g