LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ქალისთვის გაგზავნილი სმს-ის გამო მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

289
საგარეჯო

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის მამაკაცი სანადირო თოფით თავის არეში დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. მოგვიანებით ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად  მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს, სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი დააკავა.  გამოძიება 19-108 -ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები