LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

10063
fot (1)

საგარეჯოში მომხდარ შემზარავ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა 14 წლის ცოლი მოკლა, სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

როგორც ფანჯიკიძე წერს, სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს, რადგან მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

„14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება. ძალიან მკაცრი უნდა იყოს სასჯელი ყველას მიმართ, რომ ასეთი კოშმარი აღარასდროს მოხდეს. განა სრულწლოვან ადამიანებს არ ემართებათ უბედურება, მაგრამ ზრდასრულს რაღაც შანსი მაინც აქვს, მოიფიქროს რამე და თავი დააღწიოს თავის ჯოჯოხეთს. 14 წლის მოზარდს საერთოდ არ გააჩნია რაიმე გამოცდილება და თვითგადარჩენის სტრატეგიები,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები