LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

357
Screenshot 2023-11-29 005337

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები