ჯენიფერ ლოპესი ნიუ-ორკში Watch What Happens Live-ის ჩაწერაზე ბოიფრენდთან, 28 წლის კასპერ სმარტთან ერთად მივიდა. შოუს ჩაწერის დასრულებისთანავე მომღერალს ფოიეში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომლებიც ლოპესს ავტოგრაფის მისაღებად ელოდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 46 წლის ვარსკვლავის გვერდით მდგარი სმარტი ფანებს არც კი შეუმჩნევიათ. ის ამაყად იდგა ლოპესის გვერდით, მაშიც როცა მომღერლის გულშემატკივრებმა ის ვერც კი იცნეს.
ჯენიფერ ლოპესი ფანტასტიურად გამოიყურებოდა და კმაყოფილი არიგებდა ავტოგრაფებს.