LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანტაზიის ნაყოფია, აპოკალიპსური სურათი – მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დასახლებებს დაარტყას: თურნავა “ნამახვანჰესზე”

97
თურნავა

“ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპსური სურათი – მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება  დასახლებებს დაარტყას.  ასეთი სახის ინფორმაციები არასწორად ვრცელდება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს”, – ამის შესახებ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და თქვა, რომ შეხვედრა ძალიან სასარგებლო, აუცილებელი იყო, რომელიც მისი შეხედულებით, ამ ეტაპზე, დიდი შედეგის მომტანია. 

“ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ცოტა დაგვიანებულიც იყო და ამაში მათ ვეთანხმები, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ,  ასეთი კომუნიკაცია ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, პასუხები გავეცით,” – განაცხადა თურნავამ.

მისი სიტყვებით, შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები – მაგალითად,ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

“ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“. – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავას თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც თურნავამ აღნიშნა, “პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანიჰესის“ შემთხვევაშიც, ხეობას მეწყერული პროცესებისგან დაიცავს.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g