LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გასულ წელს 8.2%-ით გაიზარდა

89

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3,3 %-ით შემცირდა. იმავდროულად, 2017 წლის ფასების საშუალო-წლიური მაჩვენებელი 8,2 %-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მონაცემებს.

დღეს გამოქვეყნებული FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები დეკემბერში შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა შემცირებამ.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად  პროდუქტებზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები). ინდექსმა დეკემბერში 169,8  პუნქტი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 3,3 %-ით ნაკლებია. მიუხედავად წლის მიწურულს ფასების შემცირებისა, საშუალო-წლიური ინდექსი 2017 წელს 8,2 %-ით გაიზარდა  და  174,6 პუნქტი შეადგინა.  ეს მაჩვენებელი რეკორდულია 2014 წლის შემდეგ.

რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბერში  9,7 %-ით შემცირდა. საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის დიდმა მოცულობებმა და შედარებით დაბალმა მოთხოვნამ განაპირობეს ფასების ვარდნა მოუხდელ და უცხიმო რძის ფხვნილზე, ისევე როგორც ყველზე და კარაქზე. ამავე დროს, რძის პროდუქტების საშუალო-წლიური ფასები 2017 წელს 31,5%-ით გაიზარდა.

მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბრის შემდეგ 5,6 %-ით შემცირდა. შესაბამისი მარაგების ზრდის პირობებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში, პალმის ზეთის ფასები დაეცა. აღნიშნული ვითარება, თავის მხრივ, დაღმავალ ზეწოლას ახდენდა სოიოს ზეთის ფასებზე. მცენარეული ზეთის საშუალო -წლიური ინდექსი 2017 წელს 3%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასის ინდექსი  ნოემბერთან შედარებით  4,1 %-ით შემცირდა.   კლება ძირითადად გამოწვეული იყო სეზონური ფაქტორებით და ჭარბი მარაგების მოლოდინებით მიმდინარე წლისათვის. 2016 წლთან შედარებით შაქრის საშუალო წლიური ფასები 11,2 %-ით შემცირდა, რაც ძირითადად  ბრაზილიაში (უმსხვილესი მწარმოებელი) მაღალმა მოსავლიანობამ განაპირობა.

მარცვლეულის ფასის ინდექსი დეკემბერში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ზედიზედ 3 თვე სტაბილურობას ინარჩუნებს. ხორბლის გლობალური ფასების შემცირება სიმინდისა და ბრინჯის ფასების ზრდით დაკომპენსირდა. მარცვლეულის ფასების  საშუალო-წლიური ინდექსი 3,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, თუმცა 37%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.

ხორცის ფასის ინდექსი  ოდნავ შემცირდა. საქონლის ხორცის მიწოდება დაღმავალ ზეწოლას ახდენდა შესაბამის ფასებზე.  რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2016 წელთან შედარებით  ხორცის ფასების 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g