მომღერალი ლიკა დოლიძე 2025 წელს ჟურნალ „თბილისელებთან“ (15 დეკემბრის ნომერი) აჯამებს და აღნიშნავს, რომ ერთი სული აქვს, როდის წავა ეს წელიწადი:
„სხვათა შორის, ეს წელი ძალიან ცუდი იყო ჩემთვის, რადგან ახალგაზრდა მაზლი გარდამეცვალა, ჩემი მეუღლის ძმა. ეს ტრაგედია ჩემ თვალწინ მოხდა, ფაქტობრივად, ხელებში ჩაგვაკვდა 52 წლის კაცი, რომელიც ძმად მიმაჩნდა. იმხელა ტრაგედია იყო და იმდენად დამთრგუნველი, დღეებს ვითვლი, როდის წავა ეს წელიწადი. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, იყო სასიამოვნო სიახლეებიც, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემთვის ეს წელი არ იყო კარგი და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის…“
