LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელ უილიამსს რაინდის წოდება მიენიჭა

134
photo-collage.png (40)

ფარელ უილიამსი საფრანგეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის რაინდად დასახელდა. ის იმ 589 ადამიანს შორის აღმოჩნდა, ვისაც პრესტიჟული წოდება საზოგადოებრივ და კულტურულ საქამიანობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიანიჭეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარელი მუსიკისა და მოდის გავლენიანი ფიგურა და ერთ-ერთი წამყვანი სახეა.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ფარელ უილიამსი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე სპეციალური მიწვევით გამოვიდა. 2023 წელს, ის ფრანგული მოდის სახლის – Louis Vuitton მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

ნოტრ-დამის გახსნაზე ფარელ უილიამსმა Happy შეასრულა

ფარელის ახალი კოლექციის ჩვენება Tyler, the Creator-ისა და დოჩის გამოუქვეყნებელი ჩანაწერის ფონზე შედგა – შოუს ბიონსე და ჯეი-ზი დაესწრნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები