LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაილი საირუსისა და ფარელ უილიამსის ახალ დუეტს Måneskin-ის სიმღერას ადარებენ

151
maneskin-miley-cyrus-eurovision

მაილი საირუსმა და ფარელ უილიამსმა 10 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითანამშრომლეს. ამერიკელმა მომღერლებმა 1-ელ მარტს, დუეტი – Doctor (Work It Out) გამოუშვეს. აქამდე ვარსკვლავურმა დუომ ერთად, Come Get It Bae შემოგვთავაზა.

რელიზიდან მალევე, სიმღერამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მელომანებისა და კრიტიკოსების ნაწილმა მისი მელოდია და რიტმი Måneskin-ის 2021 წლის ჰიტს – I Wanna Be Your Slave შეადარა, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.

საქმე ისაა, რომ სიმღერა საირუსმა ჯერ კიდევ 2013 წელს ჩაწერა. კომპოზიცია მის მე-4 სტუდიურ ალბომში – Bangerz უნდა შესულიყო, თუმცა უცნობი მიზეზით, ის საბოლოო ტრეკლისტში არ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები