LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება როგორ უნდა დაიწყონ, თავიან თავს ხომ არ გამოიძიებენ და დასჯიან: ზურაბ ჯაფარიძე ფარულ ჩანაწერებზე

57
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სუს-ის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებზე გამოძიება არ ჩატარდება, რადგან „სუს-ი თავის თავს ვერ გამოიძიებს და საკუთარ თავს ვერ დასჯის“.

ჯაფარიძის განმარტებით, სუსი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო არის ერთი სისტემა, რომლებიც ხელი ხელს ბანს პრინციპით მუშაობენ.

„ოცნებას“ არასწორი ინფორმაცია აქვს. „გირჩი-მეტი თავისუფლება“ შვება მაგას, ჩვენ გაგვაქვს ეგ ფაილები. ჩვენ გვაქვს გარედან მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა, ყველას ვუსმენთ და შემდეგ ვდებთ სადღაც ვებგვერდებზე. ამ ამბის გამოძიება როგორ უნდა დაიწყონ, თავიან თავს ხომ არ გამოიძიებენ და დასჯიან. ეგ სუსი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო არის ერთი სისტემა. ჯამში მუშაობენ როგორც საბჭოთა კავშირისას, ხელი ხელს ბანს პრინციპით. ეგენი ერთმანეთს არასდროს დაიჭერენ, არ გამოიძიებენ და არ დასჯიან. ამ სისტემის დასჯას სჭირდება ერთადერთი რამ, ხელისუფლების ცვლილება და მერე პოლიტიკური ნება, რომ ეს ვიღაცამ არ გადაიბაროს. კოალიციური მთავრობა არის გამოსავალი. რაც შეეხება მდინარაძის განცხადებაც, ბოდვაა. რაც გავრცელდა ის ინფორმაციები არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიყურადებით და უკანონო თვალთვალით მოპოვებული აუდიო ფაილები თუ ჩანაწერები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g