LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული ჩანაწერები ძალიან ცუდი მანკიერი პრაქტიკაა… ნაცვლად ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემების მოგვარებისა, „პოლიტიზებული სუს-ი“ დასდევს სხვა და სხვა პარტიას, გვისაფრდებიან, ხორციელდება ზეწოლები: რუსუდან თევზაძე

61
რუსუდან თევზაძე

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსუდან თევზაძე, სუს-ის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრობს.

მისი განცხადებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება და გავრცელება ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, რითიც სახელმწიფო ინსტიტუტების ისედაც შერყეული იმიჯი, არამედეგი ხდება. თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზაცია მოხდეს და ნაცვლად პარტიის კანდიდატების დევნისა და სხვა და სხვა ტიპის ზეწოლების განხორციელებისა, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ პრობლემებს მიხედოს.

კითხვაზე იყო, თუ არა სუს-ი პოლიტიზებული გიორგი გახარიას შს მინისტრობის და პრემიერობის დროს, რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ „ნებისმიერ დროსა და სივრცეში ცალკეულ ინდივიდზე მორგებული გადაცდომები, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი“. მისივე განმარტებით, გახარიას დროს ეს არ იყო ჯგუფურად და სისტემურად ამუშავებული მანქანა.

რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა გაირკვეს და შემდეგ უკვე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში ეკლესიის მისამართით ბინძური ისტორიები ვრცელდება“. ის საკუთარი და პარტიის სახელით ეკლესიას „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს.

„ეს არია ძალიან ცუდი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არსებობს. ჯერჯერობით უნდა დადგინდეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა.

მნიშვნელოვანია ორი რამ, პირველი ის, რომ – დღევანდელ რეალობაში, ისედაც სუსტი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთა იმიჯი ისედაც შერყეულია, კიდევ უფრო არამედეგი ხდება, რაც ცუდად აისახება მათ მუშაობაზე და თავიანთ საქმეს არ აკეთებენ. სუს-ი ფაქტობრივად არის პოლიტიზებული ინსტიტუცია და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტიაც ამ აზრზეა, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია სუს-ის დეპოლიტიზაცია და ზოგადად ყველა უწყების, რომელთაც აბსოლუტურად სხვა ვალდებულებები აქვს. უწყებების პოლიტიზება აქტიურდება და აგრესიული ხდება წინასაარჩევნო პერიოდში.

სუს-ი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების კომპონენტია. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად ისინი დასდევენ პარტიას, კანდიდატებს, გვისაფრდებიან, არის სხვადასხვა ტიპის ზეწოლები. ძალიან მიკვირს, რომ დღეს მმართველ პარტიას პრეტენზია აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე და მათი საარჩევნო კამპანია იმაზეა აგებული, რომ ერთადერთი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პარტიაა, თუმცა მათი ყველა ქცევა, რასაც ახორციელებენ უკუქცევაა.

დემოკრატიულ პარტიას, რომელიც მართავს სახელმწიფოს განსხვავებული აზრის არ უნდა ეშინოდეს, თუმცა სამწუხაროდ მოხდა ის, რომ პოლარიზაცია, ორპოლუსიანობა და რადიკალიზმი, კიდევ უფრო გაღრმავდა.

მე, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც ჩემი საარჩევნო მოცემულობაა. ვხვდები ხალხს, ვესაუბრები და მათში ძალიან დიდი უიმედობაა. ისინი ელოდებიან ცვლილებებს. მათ სურთ, რომ ყველა ინსტიტუციამ აკეთოს თავისი საქმე.

კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარიას დროს სუს-ი პოლიტიზებული და რა შეეძლო მას გაეკეთებინა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რუსუდან თევზაძე აცხადებს: გიორგი გახარიამ გასცა ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მკაფიოდ და ნათლად. ნებისმიერ დროსა და სივრცეში ცალკეულ ინდივიდზე მორგებული გადაცდომები, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ამის შესახებ მე მეტს ვერ გიპასუხებთ. გახარიას დროს ეს არ იყო ჯგუფურად და სისტემურად ამუშავებული მანქანაა. გიორგი გახარიას გადადგომის შედეგ უფრო გამოიკვეთა პრობლემები, რადგან ის იყო ფაქტორი, შემაკავებელი და დამაბალანსებელი იყო.

ჩვენ არ ვიცით ამ ჩანაწერების ავთენტურობა, საიდან მოდის და რა მიზანს ემსახურება. ბოლო პერიოდში ეკლესიის მისამართით ძალიან ბინძურ ისტორიებს ვისმენთ. პარტია „საქართველოსთვის“ მხარს უჭერს ქართულ ეკლესიას, ამიტომ ამ ჭორებს და სიბინძურეს ნამდვილად არ ავყვებით.

რაც შეეხება ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება და სიმართლე უნდა დადგინდეს. პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან არაფერი ვიცით მის ავთენტურობაზე“, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g