პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.
პროკურატურა ასაჯაროვებს კადრებს, რომელიც ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარული კამერის საშუალებით ჩაიწერა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
დაკავებულები ამ დრომდე ბრალს არ აღიარებენ.