პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების თაობაზე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
მისი განცხადებით, „ფეისბუქზე” მისთვის უცნობმა ადამიანმა მისი ერთ-ერთი პოსტის ქვეშ კომენტარი დაწერა, რომლის თანახმად ვიდეო-პორტალ youtobe-ზე ატვირთული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. კილაძის თქმით, ამის შემდეგ მან შსს-ს შეატყობინა.
შეგახსენებთ, ინტერნეტში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი, კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.