კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავეს, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ეს ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას უკავშირდება.
ჯამალაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, ოფიციალური ბრალდება მისი ადვოკატისთვის უცნობია.
თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა ჯამალაშვილის მეუღლეც, მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ბინიდან კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ვასილ ჯამალაშვილი გირაოთია გათავისუფლებული.