საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. სექტემბრის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი.
წლიური ინფლაციის ფორმირების განმაპირობებელ ფაქტორებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.
კითხვაზე, როგორ აიხსნება, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში პარადოქსულად აღიქმება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მაღალი ინფლაცია? – ეკონომისტი პასუხობს, რომ ეს პარადოქსული მოვლენაა, თუმცა მისი სიტყვებით, „სჯობს მაღალი ინფლაციის ფონზე გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე გვქონდეს მაღალი ინფლაცია და არ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა“.
გაიაფდება თუ არა პროდუქტი – როგორია სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზი
„რთულად გასაგებია რიგითი მოქალაქისთვის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო, პარადოქსული მოვლენა. როდესაც მთავრობა ცდილობს დაგვანახოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს მისი დამსახურებაა, მაგრამ ამავდროულად გვაქვს ფასების საკმაოდ მკაფიო, მკვეთრი ნახტომისებრი ზრდა და ეს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს პრობლემას უქმნის.
ორივე სიმართლეა, ორივე ერთდროულად ხდება, მაგრამ სჯობს ჩვენ გვქონდეს მაღალი ინფლაციის ფონზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე გვქონდეს მაღალი ინფლაცია და არ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდის მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ, თუნდაც ამას მთავრობა აპიარებდეს, პრობლემა იმაშია, რომ ფასების ზრდა არის საკმაოდ სწრაფი და ამას ვერაფერს შველის მთავრობა იმიტომ, რომ ეს გამოწვეულია ნედლეულის იმპორტის,
„გონივრული ნაბიჯების შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წელსაც შესაძლებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ“ - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი: შეიძლება ბევრი კითხულობდეს რა მოიტანა უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ - ბიუჯეტში გაჩნდა მეტი შემოსავალი , 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება
ლარის კურსიც საკმაოდ სტაბილურია და პირიქით გამყარდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ის მხარე, რასაც წესით მთავრობა პირდაპირ ან ირიბად უნდა არეგულირებდეს, ან ეხმარებოდეს მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ხოლო ნაკლებად სტაბილურია გარედან მომავალი შოკები, რომელიც ამ ფასებზე მოქმედებს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
“ის, რომ რუსების შემოდინების გამო გვეზრდება ფასები არასწორი მგონია” – ვახტანგ ჭარაია