LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიაფდება თუ არა პროდუქტი – როგორია სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზი

30
უახლოეს-დღეებში-სურსათი-მინიმუმ-5-ით-გაძვირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიამ დღეს მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებასა და გარკვეულ პროდუქტებზე ფასის კლებაზე ისაუბრა.

„ფასების ზრდის ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და ჩვენ გამონაკლისი ნამდვილად ვერ ვიქნებით. ინფლაციაა მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და ყველგან, თუმცა დადებითი დინამიკაა ხორბალზე ფასის შემცირების მიმართულებით. ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზეც შეიძლება იყოს ფასების შემცირების მოლოდინი და ეს რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში იქონიებს გარკვეულ გავლენას ინფლაციაზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.5% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები