LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესი პროგნოზი

555
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს პროგნოზით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები.

„15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები