LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათსა და პურზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

121
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფასების კლების მიმართულებით მთავრობას დაეხმარა.

„ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადადგეს მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5 %-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და მასშტაბური პროექტების კეთება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, შერჩეული გვაქვს 11 ლოკაცია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები