LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

129
ღარიბაშვილი ირაკლი

„ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს.

ღარიბაშვილი: ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, შერჩეული გვაქვს 11 ლოკაცია 

„მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1. 461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g