LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა

134
fot

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა.

ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ომის ვეტერანები წელს ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) შეიკრიბებიან. პარკში მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მელიტონ ქანთარიას ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები