LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაუჩი: „მიუ“ ვარიანტს მუტაციები აქვს, რომელმაც ვაქცინებით წარმოებული ანტისხეულების დაცვას, შესაძლოა, გვერდი აუაროს

375
მიუ ვარიანტი

კორონავირუსის ახალი – “მიუ” ვარიანტი სერიოზულად უნდა აღვიქვათ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს მუტაციები აქვს, რომელმაც ვაქცინებით წარმოებული ანტისხეულების დაცვას, შესაძლოა, გვერდი აუაროს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, თუმცა ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, პირველ სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს აკვირდება.

კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია როგორც ინტერესის მქონე ვარიანტი.

კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა და მისი გავრცელება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ, „მიუს“ სახელწოდების ვარიანტს აკვირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g