LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FBI-ს თანამშრომელი ცოლად “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლს გაჰყვა

118

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თარჯიმანი სირიაში ჩავიდა და ცოლად გაჰყვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლს, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.  დენიელა გრინმა ქმარი გააფრთხილა, რომ FBI მის საქმეს იძიებდა.

მამაკაცი, რომელიც FBI-ს თანამშრომელზე დაქორწინდა, გერმანელი რეპერი დენის ქასპერტია. სცენაზე ის გამოდიოდა სახელით Deso Dogg. სიმღერებში ოსამა ბინ ლადენს განადიდებდა, აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა და ჩნდებოდა პროპაგანდისტულ ვიდეოებში, ერთ-ერთში ადამიანის მოჭრილი თავი ეკავა ხელში.

დაქორწინებიდან რამდენიმე კვირაში 38 წლის გრინი მიხვდა, რომ საშინელი შეცდომა ჩაიდინა. ის უკან აშშ-ში გაფრინდა, სადაც ჩასვლისთანავე დააკავეს, ქალმა თანხმობა განაცხადა, ეთანამშრომლა სამართალდამცველებთან. FBI-ს ყოფილი თარჯიმანი ციხეში 2 წელს გაატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g