LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქ პოსტისთვის ადამიანებს დევნიან ჩრდ. კორეაში, რუსეთში და აჭარის ტელევიზიაში: რეხვიაშვილი

181
1589208818-5eb96717591e6

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება კრიტიკულ პოსტს, რომელიც ჟურნალისტმა 21 აპრილს, მისივე კოლეგის, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო გამოაქვეყნა.

ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, რომელიც “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა”.

https://www.facebook.com/GODoftheIR/posts/3505343316158946

რეხვიაშვილის თქმით, არ ელოდა რომ Facebook პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ის ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ ჩივილს აპირებს.

“Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ადამიანებს დევნიან ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთში და აჭარის საზ. მაუწყებელში… პროფესიული კავშირით ადამიანის საქმიანობის დევნა, თავმჯდომარის მოხსნა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ვიჩივლებთ არა მარტო სასამართლოში, არამედ პროკურატურაშიც”,- ამბობს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს სარედაქციო დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g