LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქი” აცხადებს, რომ “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციაა და მასთან დაკავშირებულ კონტენტს კრძალავს

91
1

“აშშ-ის კანონმდებლობით, თალიბანი სანქცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით, ვკრძალავთ მათი ორგანიზაციის მომსახურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვშლით თალიბანის მიერ ან მისი სახელით არსებულ ანგარიშებს”, –  აცხადებს “ფეისბუქის” სპიკერი BBC-თან საუბარში და ამბობს, რომ უმსხვილესი სოციალური მედია თალიბანთან დაკავშირებულ კონტენტს აკრძალვას.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ჰყავთ ავღანელი ექსპერტების ერთგული ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს და ქსელიდან ამოიღებს ჯგუფთან დაკავშირებულ შინაარსს.

“მათ კარგად იციან ადგილობრივი ენები და კონტენტი, ეს კი გვეხმარება გამოვავლინოთ პლატფორმაზე წამოჭრილი საკითხები”, – აცხადებენ “ფეისბუქში”.

სოციალური მედიის გიგანტი ამბობს, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული მთავრობების აღიარების შესახებ და მისდევს საერთაშორისო საზოგადოების ავტორიტეტს.

“ფეისბუქის” წარმომადგენლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკა ვრცელდება მის ყველა პლატფორმაზე, Instagram- ისა და WhatsApp-ის ჩათვლით.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაუყოვნებლივ მიიღებენ საჭირო ზომებს, თუ აღმოაჩენენ, რომ რომელიმე ანგარიში დაჯგუფებასთან იქნება დაკავშირებული.

წლების განმავლობაში, “თალიბანი” სოციალურ ქსელებს საკუთარი შეტყობინებების ფართო გავრცელებისთვის იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g