“ფეისბუქის” ინოვაცია – სოციალური ქსელი ვირტუალური სამყარო Horizon -ის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს. ,,ჰორიზონტი”, რომლის გატესტვა 2020 წლიდან იგეგმება, ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას საკუთარი გარემო თავად შექმნან და ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში.
,,წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ტროპიკული კუნძული, მოიწვიოთ მეგობრები და გაატაროთ მათთან ერთად დრო ვირტუალურ კუნძულზე”
კერძოდ, გამოცემის ცნობით, მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან საკუთარი მრავალფეროვანი ავატარები და სხვადასხვა მონაკვეთებს შორის სპეციალური პორტალებით გადაადგილდნენ. ამასთან, ახალ ვირტუალურ სამყაროში, მეგობრებთან ერთად ფილმების ყურების ფუნქციაც იმოქმედებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Horizon-ი მაქსიმალურად უსაფრთხო პლატფორმა იქნება და მის გამოსაყენებლად ადამიანებს განსაკუთრებული პროგრამირების უნარები არ დასჭირდება.
,,ჰორიზონტის მოქალაქე მეგობრული, საქმეში ჩართული და ცნობისმოყვარეა”- ნათქვამია პლატფორმის აღწერაში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=92&v=Is8eXZco46Q