სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ სერიალების წარმოებით დაკავდება. როგორც გაირკვა, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰოლივუდის წამყვან სტუდიებთან და სააგენტოებთან. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში პირველი პროდუქციის ჩენება იგეგმება.
სოციალური ქსელი მზად არის, კარგი სერიალებისა და სატელევიზო შოუების თითო ნაწილის შექმნაში 3 მილიონი დოლარი გაიღოს, რაც საკაბელო არხების ძვირადღირებულ პაკეტებს გაუწევს კონკურენციას, რომლებიც ხარისხიანი პროდუქციის ჩვენებას უზრუნველყოფენ.
ამ ეტაპზე კონტენტის შესახებ „ფეისბუქს“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.