კატების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია Facebook-მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებსაც კატები ჰყავთ უფრო მარტოსულები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ძაღლები ჰყავთ.
ექსპერტებმა აშშ-ის 160 ათასამდე ადამიანი გამოკითხეს, რომლებსაც შინაური ცხოველი ჰყავთ. რეზულტატმა აჩვენა, რომ კატების მეპატრონეების 30%, ხოლო ძაღლების მეპატრონეების 24% მარტოხელა ადამიანია.