„ფეისბუქი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, შეფერხებით მუშაობდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა express.co.uk წერს, რედაქციას არაერთმა მომხმარებელმა გაუგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ფეისბუქის“ მთავარ გვერდზე აღარ იტვირთებოდა სიახლეები და, უმეტესად, რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტებს ხედავდნენ.
მედიასაშუალების ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს პრობლემები, ძირითადად, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში შეექმნათ.
„ფეისბუქის“ შეფერხებით მუშაობის მიზეზი ჯერ უცნობია.
