LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქით” სარგებლობას გამოგონილი სახელით ვეღარ შეძლებთ

41

„ფეისბუქის“ მომხმარებლები სოციალური ქსელით სარგებლობას მხოლოდ საკუთარი ნამდვილი სახელითა და გვარით შეძლებენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მართალია, კომპანიის პოლიტიკაში ცვლილებას აქტივისტების სხვადასხვა ჯგუფი პროტესტით შეხვდა, თუმცა ორშაბათს „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ამოქმედდებოდა ახალი სისტემა. კომპანიის ახალი წესის მიხედვით, მომხმარებელი ფსევდონიმით სარგებლობას მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის შემთხვევისას შეძლებს.

კომპანიაში აზუსტებენ, რომ გამონაკლისი დაუშვეს ადამიანებისთვის, ვისთვისაც დახმარება აუცილებელია – მაგალითად, მომხმარებლები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

აქვე, „ფეისბუქში“ აღნიშნავენ, რომ სხვა მომხმარებლებმა, რომლებსაც მსგავსი მიზეზები არ გააჩნიათ, აუცილებლად ნამდვილი სახელი და გვარი უნდა მიუთითონ.

ივლისში საინფორმაცი საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ დაბლოკა გერმანიის მოქალაქის „ფეისბუქის“ გვერდი იმიტომ, რომ ფსევდონიმით იყო დარეგისტრირებული, მოგვიანებით კი ანგარიშის მფლობელის ნამდვილი სახელი და გვარი მიუთითეს ისე, რომ მისგან თანხმობა არ მიუღიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები