ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შემოქმედებითი ნიჭი. თუ ფეხბურთელმა აქამდე ცეკვით მიიქცია ყურადღება, ამჯერად სიმღერამ გადაფარა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობა“-თან ერთად ასრულებს ცნობილ სიმღერას „კართან მოდგა შემოდგომა“.
მხიარული შესრულება მალევე მოექცა გამომწერების ყურადღების ცენტრში. მან უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.