LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელი წარმოსახვითი სროლისთვის დასაჯეს (ვიდეო)

51

”ნიურნბერგის” მცველი სამი მატჩით დასაჯეს წარმოსახვითი პისტოლეტიდან სროლის გამო.
დეივი ბიულტხეისი ორი თითით მეტოქეს დაემუქრა.

ინციდენტი ”ნიურნბერგსა” და ”დუისბურგს” შორის მეორე ბუნდესლიგის შეხვედრაში მოხდა. წამატებულ დროში ბიულტხეისი მოწინააღმდეგესთან მივიდა, თითების მოძრაობით წარმოსახვითი პისტოლეტი მიუშვირა და ესროლა. მსაჯმა დეივი გააძევა, სადისციპლინო კომიტეტმა კი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ფეხბურთელი საჯარიმო 5 ათას ევროსაც გადაიხდის.
”ნიურნბერგი” ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის, აუტსაიდერ ”დუისბურგთან” 1:2 წააგო და იქნებ ამიტომაც გაცოფდა ბიულტხეისი.
შეგახსენებთ, ”დუისბურგში” ჩვენებური გიორგი ჭანტურია გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g