LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

114

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატს, გეგა გობეჯიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა შეუფარდა. გეგა გობეჯიშვილმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვა.

გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

გეგა გობეჯიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში დელეგატის სტატუსით უნდა მიიღოს მონაწილეობა. წინასწარი ინფორმაციით, ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს უჭერს მხრას.

ამასთან, რევაზ არველაძე გეგი გობეჯიშილის გათავისუფლებამდე საარჩევნო ყრილობის დაწყებას აპროტესტდება.
“მოვუწოდებ ყველას, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, მანამდე არ დაიწყოს საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და ამაში ვარ მართალი. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ დროისთვის”, – განაცხადა არველაძემ.

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები