შოტლანდიის, ნიდერლანდების, ბელგიის და სკანდინავიის უძლიერეს კლუბებს ცალკე ლიგის შექმნა სურთ.
„სელტიკი“ და „რეინჯერსი“ „კილმარნოკთან“ და „დანდისთან“ კი არა, „აიაქსთან“ და პსვ-სთან იბრძოლებენ.
ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ძლიერი კლუბი მოლაპარაკებებს მართავს ეროვნული ჩემპიონატებიდან გასვლის და საკუთარი ლიგის ორგანიზაციის შესახებ, განაცხადა „კოპენჰაგენის“ სპორტულმა დირექტორმა ანდერს ჰორსხოლტმა.
დანიური კლუბის ინიციატივის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამენ „აიაქსი“, პსვ, „ფეიენოორდი“, „ანდერლეხტი“, „ბრიუგე“, „მალმიო“ და „რუსენბორგი“. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შოტლანდიური გრანდებიც – „სელტიკი“ და „რეინჯერსი“.
ცალკე ჩრდილო ევროპული ლიგის შექმნით დაინტერესება განპირობებულია ჩემპიონთა ლიგის ახალი რეფორმით, რომელიც ევროპის ოთხი უძლიერესი ჩემპიონატის 16 გუნდს ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულ ადგილს აძლევს.
ლიგის ახალი ფორმატი 2018 წლიდნ შედის ძალაში.