LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში წესების ცვლილებაზე თბილისში იმსჯელებენ

93
1557436213-59844914_2686661144683781_7571662493966139392_n

შემოდგომაზე თბილისი იფაბ-ის სხდომას უმასპინძლებს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის წესებს ცვლილებებზე წინადადებებს განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების მენეჯერმა, ავთანდილ შალამბერიძემ განაცხადა.

იფაბ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოა, რომელიც სპორტის ამ სახეობის წესებს არეგულირებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფეხბურთის მოდერნიზაციისკენ არის მიმართული. სწორედ ამ ორგანიზაციის საბჭომ დანერგა ფეხბურთში ვიდეოგამეორებების სისტემა, რომელიც სადავო მომენტების გადასაწყვეტად გამოიყენება; საბჭომ გააუქმა ე.წ. სამმაგი დასჯა და დამატებით დროში მეოთხე ცვლილება დაუშვა და ა.შ.

იფაბ-ში სულ რვა წევრია, მათ შორის, ოთხი ფეხბურთის სამშობლოდან – ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ოთხი წევრი კი ფიფა-დან. ისინი სხდომას წელიწადში ორჯერ მართავენ: წლის დასაწყისში (თებერვალში ან მარტში) საერთო შეხვედრებს, ხოლო შემოდგომაზე (სექტემბერში ან ოქტომბერში) – საქმიან შეხვედრებს.

ქართველმა მსაჯმა, ავთანდილ შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხთან იფაბ-ის სხდომაზე ისაუბრა.

„საბჭოს წევრები შემოდგომაზე სხდომას წესებთან დაკავშირებით შესულ წინადადებებს განიხილავენ, მათგან საუკეთესო ორ-სამ ვარიანტს შეარჩევენ და გადაწყვეტილებას გაზაფხულის შეკრებაზე მიიღებენ. იფაბ-ის საბჭოს წევრები საქართველოში პირველად შეიკრიბებიან, რაც დიდი მოვლენაა. თბილისში იფაბ-ის საბჭოს სხდომა სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება“, – განაცხადა ავთანდილ შალამბერიძემ.

 

1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები