LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხით მოსიარულეთა ნაკადში ავტომანქანა შეიჭრა, გარდაცვლილებს შორის პატარა ბავშვიც არის

101

ფეხით მოსიარულეების ნაკადში მსუბუქი მანქანა შევარდა მელბურნის ცენტრალურ ქუჩაზე, „ბიბისის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა. ვიქტორიას შტატის პოლიციაში აცხადებენ, რომ მძღოლმა ეს განზრახ ჩაიდინა, თუმცა ავსტრალიის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად არ აფასებს.

მძღოლი დააპატიმრეს. პოლიციის ცნობით, სამი დსაღუპულიდან ერთი პატარა ბავშვია. სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარი დაკავშირებულია დანით შეიარაღებული პირის თავდასხმასთან, რომელიც მანამდე ქალაქის სხვა ნაწილში მოხდა.

.მელბურნის საავადმყოფოში ამბობენ,რომ შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სულ მცირე ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g