LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხით მოსიარულეთა ყველაზე გრძელი ხიდი რამდენიმე დღეში გაიხსნება

92
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_190430135705-skybridge-gatlinburg

სამოგზაურო დანიშნულებების სიაში შეგიძლიათ ახალი პუნქტი დაამატოთ – ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც ტენესის შტატში 17 მაისს გაიხსნება. თუკი სიმაღლის გეშინიათ ხიდის სანახავად წასვლას ნუ იჩქარებთ და გაითვალისწინეთ, რომ კონსტრუქციის სიმაღლე 43 მეტრია და იატაკი კი მთლიანად გამჭირვალე მინისგანაა დამზადებული. ხიდის სიგრძე 210 მეტრს აღწევს და ის ულამაზეს პარკზეა გადაჭიმული.

ვიზიტორებისთვის მასზე გასეირნება 15 დოლარი ეღირება. რაც ყველაზე საინტერესოა, ხიდზე გადასასვლელად კონკრეტული დრო არ არსებობს და ტურისტებს იმდენი ფოტოს გადაღება შეეძლებათ რამდენსაც მოისურვებენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე გრძელი ხიდის სტატუსი კანადურ Suspension-ის ხიდს ქონდა და როგორც კანადელები ირწმუნებიან მისი სიგრძე 240 მეტრსაც კი აჭარბებს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g