ჯეი ლო საზოგადოების აღფრთოვანებას არ წყვეტს. რამდენიმე საათის წინ ის Daytime Beauty Awards-ის ღონისძიების დაესწრო და ფურორი მოახდინა ვარდისფერი კაბით. ამჯერად კი მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების მორიგი სერია გაავრცელა.
54 წლის ლოპესმა თეთრი კაბა-ხალათი მოირგო, რომელსაც გადაწეული თმა და მზის სათვალე შეუხამა, მაგრამ ახლა აღნიშნული „ლუქის“ მთავარი განხილვადი საგანი ფეხსაცმელია, რომელსაც უზარმაზარი ქუსლები ჰქონდა.
„მხოლოდ ამ ფეხსაცმლით სიარულისთვის იმსახურებს ჯილდოს“, „ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?“, – წერენ კომენტარებში.
„ფეხსაცმელი ჩემი სისუსტეა, მინდა ყველა ფეხსაცმელი მქონდეს რაც კი არსებობს“, – განაცხადა ჯეი ლომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
„აი ეს არის ღვთაებრივი სილამაზე“ – 54 წლის ჯეი ლო პომპეზური კაბით კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა
„ზედმეტად გადატვირთული“ – „რალფ ლორენის“კაბაში გამოწყობილ ჯეი ლოს „ლუქი“ დაუწუნეს