LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს“ – 20 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა

1969
ing (3)

20 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ელენე Re Belle Studio-ს მოდელი იყო. სამწუხარო ინფორმაცია „ფორტუნას“ Re Belle Studio-ს ხელმძღვანელმა ია ცუხიშვილმა დაუდასტურა.

როგორც „ფორტუნას“ ია ცუხიშვილმა განუცხადა, ელენე სრულიად ჯანმრთელი იყო და მას გული გაუჩერდა.

 

ჩემო ლამაზო… შენ სულ ასეთი მემახსოვრები!
?❤️❤️

Posted by Tsukhishvili Iako on კვირა, 28 იანვარი, 2024

 

 

ელენე ეფრემიძის გარდაცვალებას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან:

„მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს“, – წერს თამარ სოხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მეგობარო ვერ გემშვიდობები?️ მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და…

Posted by Tamar Sokhashvili on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g