LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის ექსტრემალური სუპერქარი, რომლის ყიდვაც არ შეიძლება

69
ferrari

კომპანია Ferrari-მ თავისი სპეციალური განყოფილების Special Projects-ის ახალი ნამუშევარი ექსტრემალური P80 წარადგინა. ერთადერთ ეგზემპლარში აწყობილი სუპერქარის დიზაინი საკმაოდ რადიკალური გამოვიდა.

Ferrari P80/C-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალისტებს საკმაოდ დრო დასჭირდათ როგორც მომავალი ავტომოოილის სტილისტიკის შემუშავებაზე, ასევე მისი ტექნიკური მახასიათებლების დაგეგმვაზე. ყველა ელემენტი რომელიც სუპერქარის სიძლიერესა და აეროდინამიკას განსაზღვრავს – დეტალურად გააანალიზეს, რათა მათ ეფექტურობაში 100%-ით დარწმუნებულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური სპორტქარი მხოლოდ ერთი ცალი აიწყობა და ის ბრენდის ერთ-ერთმა ძალიან ძველმა და ერთგულმა კლიენტმა შეუკვეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g