LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ 1000 ძალის სუპერჰიბრიდის თიზერი გაავრცელა

106
ferrarired19

კომპანია Ferrari-მ გაავრცელა თიზერი, რომელშიც ბრენდის ახალი ფლაგმანია ასახული. სუპერჰიბრიდი ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო მოდელი იქნება და ამის საშუალებას მას 1000 ცხენის ძალა მისცემს.

გავრცელებულ კადრებში ჰიპერქარის ძარის უკანა ნაწილის შეთვალიერებაა შესაძლებელი და მთლიანობაში ავტომობილი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ესკიზში გამოსახული პროტოტიპი.

წინასწარი ინფორმაციით, ჰიბრიდის კაპოტის ქვეშ 3,9 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო V8 ძრავი იქნება მოთავსებული და აგრეგატი სამ ელექტროძრავთან ერთად იფუნქციონირებს. ოფიციალურად დადასტურებული სიმძლავრე – 1000 ცხენის ძალაა, რაც მოდელს Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილად აქცევს. პირველი „ასეულის“ განვითარებას სუპერქარი 2 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g