დიზაინერმა ფილიპ პლიანამ თავის Instagram ექაუნთზე საკუთარ სუპერქარებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს „ფერარი“ მალევე გამოეხმაურა და მისი ავტორი იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა.
ცნობილი გერმანელი დიზაინერი, რომლის ეპატაჟურ სამოსსაც მთელი მსოფლიოში უამრავი ვარსკვლავი ატარებს, მოულოდნელად იტალიური ბრენდის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. საქმე ისაა, რომ ფილიპმა, რომელიც უკვე მრავალი წელია „ფერარის“ ერთგულ კლიენტად ითვლება, ცოტა ხნის წინ მორიგი სუპერქარი – 812 Superfast შეიძინა. შემდეგ კი გადაწყვიტა, სასიამოვნო სიახლე გამომწერებისთვის გაეზიარებინა და სუპერქართან ფოტოსესია მოაწყო, რომელშიც მასთან ერთად რამდენიმე მიმზიდველი გოგონაც მონაწილეობდა.
როგორც ჩანს, ბრენდის გაღიზიანება ზედმეტმა სიშიშვლემ გამოიწვია და „ფერარის“ წარმომადგენლებმა დიზაინერს ფოტოს აღება მოსთხოვეს.

