LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი „Art-გენი 2025“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 25, 26 და 27 ივლისს  გაიმართება

452
Art-გენი

25 ივლისს მუსიკალური ფესტივალი „არტ-გენი“ იწყება. პირველი დღე ნინო ქათამაძის, INSIGHT-ის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტით გაიხსნება. 26 ივლისს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება, 27 ივლისს კი Art-გენი 2025-ის თბილისის ტური  „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალის პროგრამაშია ანსამბლების – „ადილეისა“ და „მარულას“ გამოსვლები, 26 ივლისს კი, პროგრამის ნაწილი დაეთმობა ინოლა გურგულიას სიმღერებს თამუნა თოლორდავასა და დათო შუღლიაშვილის შესრულებით.

Art-გენი 2025-ის სპონსორები არიან კომპანია: „ავერსი”,  Cocacola, ბრენდი „ნატახტარი”, „საგურამო სტეიჯი”,  GEORGIA STARTS HERE და Mildiani. მედიაპარტნიორები: რადიო „ფორტუნა“, რადიო „უცნობი“.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმამთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებს შორის ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, ფართო აუდიტორიამ არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო.

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

Art2025-ის პროგრამა

25 ივლისი

20:00 ფოლკლორი

21:00 ანსაბლი „ადილეი“

22:00 დასკვნითი კონცერტი

ნინო ქათამაძე და ინსაითი ნიკოლოზ რაჭველი

26 ივლისი

20:00 ფოლკლორი

21:00 ინოლა გურგულიას სიმღერები, დუეტი ინოლას ოჯახიდან: თამუნა თოლორდავა, დათო შუღლიაშვილი

22:00 დასკვნითი კონცერტი

ნიაზ დიასამიძე  33ა

27 ივლისი

20:00 ფოლკლორი

21:00 ანსაბლი „მარულა“

22:00 დასკვნითი კონცერტი  „სუხიშვილები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g