LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი ,,ღამის სერენადები” წლის „ლიდერი“ ბრენდი გახდა

1385
gamisserenadebi

„შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კიდევ ერთი წარმატება: ინოვაციური ვებპლატფორმა Fortuna.ge წლის „ლიდერი“ ბრენდი გახდა

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“,  რომელსაც ორგანიზებას კომპანია „არტ ალიანსი“უწევს, ნომინაციაში ,,წარმატებული საერთაშორისო პროექტი” გახდა გამარჯვებული. ჯილდო ფესტივალის დირექტორს და კომპანია „არტ ალიანსის“ დამფუძნებელს ნინა  ცაგარელს გადაეცა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული  ბრენდის დღის” დამფუძნებელს ქალბატონ მანანა გეგიძეს, დღევანდელ პირობებში ასეთი ღონისძიების ჩატარება გმირობის ტოლფასია. მან გადალახა ეს სიძნელეები და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწყო ნამდვილი ზეიმი, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიანა ისაკაძეს  ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვო, მადლობა ფესტივალის კრეატიულ  სამხატვრო ხელმძღვანელს, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსს,   გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის მთავარ დირიჟორს  მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, ჩვენს ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები”, შემოქმედებით გუნდს, ჩვენ მხარდამჭერებს სახელმწიფო სტრუქტურებს, საელჩოებს, კერძო კომპანიებს  და მედია საშუალებებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე ვერ შევძლებდით ფესტივალის ღირსეულად გამართვას და  რა თქმა უნდა დიდი მადლობა  ჩვენს ერთგულ მსმენელს” – ნინა  ცაგარელი

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრებმა მიიღეს  რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ს. ცინცაძე მინიატურები შეასრულეს .

ფესტივალი 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, განუმეორებელი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი – შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g